Friday, December 14, 2012

ვიზიტი ბიბლიოთეკაში


    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში არის სულხან-საბას ბიბლიოთეკა, რომელსაც არაერთხელ ვესტუმრე.. მჭირდებოდა წიგნი ქართული ხალხური ცეკვების შესახებ. ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე არის კატალოგი, სადაც შესაძლებელია იმ წიგნების მოძიება და გადმოწერა, რომელიც მოიპოვება სულხან-საბას ბიბლიოთეკაში. ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, ვერ ვიპოვე ის წიგნი, რომელიც მჭირდებოდა, ამიტომაც მივმართე ბიბლიოთეკარს, რომელმაც დამაკვალიანა და მიმითითა ის საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც ჰქონდათ ნაშრომები ქართული ცეკვების შესახებ. კატალოგში როგორც იქნა ვიპოვე წიგნი, რომელიც მჭირდებოდა (ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი) ,,სამშობლოს სახელით". გამოწერიდან 20 წუთის შემდეგ მივედი ბიბლიოთეკართან და მოვითხოვე გამოწერილი წიგნი. სამწუხაროდ, ეს წინი არ აღმოჩნდა საცავში. სანაცვლოდ მომცეს ,,საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის 10 წელი" და გრიგოლ კოკელაძის ,,ზოგი რამ ქართულ ცეკვაზე“ . ველოდი, რომ  წიგნებში ბევრ ინფორმაცია იქნებოდა ცეკვის შესახებ. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდი არ გამართლდა და  მწირი ინფორმაცია აღმოჩნდა.

No comments:

Post a Comment