Friday, December 14, 2012

დასკვნა

   და ბოლოს, მე მინდა გაგიმხილოთ ჩემი ფავორიტი ცეკვა,მართალია ყველა ცეკვა ძალიან დასაფასებელია და ჩვენი კულტურის ერთგვარი საგანძურია,მაგრამ როგორც ყველას მეც გამოვარჩევ ''ცეკვა აჭარულს''.მინდა ვაღიარო, რომ ჩემი კუთხის პატრიოტი ვარ და როგორც ''სულით აჭარელი'' ვიხიბლები მისი ყოველი მოძრაობით,მუსიკალური რიტმით და ემოციით.სწორედ ამიტომ ყოველთვის,როცა მესმის აჭარული მუსიკა მინდება ხელები გავშალო და ისე ვიცეკვო, როგორც ამას ძველი ნამდვილი აჭარელი მოცეკვავე ცეკვავდა.მინდა ვაღიარო და სიამაყით წარმოვთქვა, რომ აჭარულს ისე ვერავინ ცეკვავს, როგორც ნამდვილი აჭარელი.მოხარული ვარ, რომ დავიბადე საქართველოში-ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი კულტურა გააჩნია.და ეს კულტურა კვლავ აგრძელებს არსებობას და უფრო და უფრო დასაფასებელი ხდება.









 აი,ყველაფერი რისი მოძიებაც შევძელი..იმედია ჩემი ინფორმაციით დაგეხმარებით და როცა რამე დაგჭირდებათ ქართული ცეკვების შესახებ გამოიყენებთ.. :*:*:*:*



გამოყენებული სიტები:

http://www.youtube.com/

https://www.google.ge/

http://ka.wikipedia.org

http://burusi.wordpress.com

გრიგოლ კოკელიძის წიგნი ,,ზოგი რამ ქართულ ცეკვაზე“

     ,,დღეს ჩვენ ქარული ქორეოგრაფიული ხელოვნების უმდიდრესი საგანძური,რომელიც ხალხის უკვდავი ქმნილების ნაირსახოვან მარგალიტებს ითვლის..ქართული ხალხური ცეკვები დღეს მსოფლიოს ხალხთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია.ეს კი ძველი და თანამედროვე ქართველი ქორეოგრაფების მიერ ყოველდგიურად ჩატარებული დიდი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.“


      ამ წიგნს ასევე დართული აქვს ქართული ცეკვების მელოდია,ნოტები..

,,საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმხიფო ანსამბლი. (10 წელი)“


  ქართული ხალხური ცეკვები,ისე როგორც სიმღერები,ეროვნული ფოლკლორის ორ შტოს განეკუთვნებიან:მეტი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხალხური ცეკვებისა წარმოშობილია გლეხური ცხოვრების წიაღში,დანარჩენი კი- ქალაქური ყოფაცხოვრების ფონზე.
   საქართველოს ხალხური ცეკვის ანსმბლი 1945 წელს ჩამოყალიბდა.დღეს,ამ ანსამბლს,რომელსაც მისი დაარსების ინიციატორები,საქართველოს სსრ სახალხო არტისტები სტალინური პრემიის ლაურიატები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ხელმძღვანელობენ.
  ანსამბლის საკონცერტო პროგრამაში შესულია როგორც სოფლური,ისე ქალაქური ქორეოგრაფიული ფოლკლორის ნიმუშები,რომელნიც ძირითად წარმოდგენას იძლევიან ქართული ხალხური ცეკვების ბუნებაზე,მათ დამახასიათEბელ იერზე და თვითმყოფად თვისებებზე.უნდა ითქვს,რო ანსამბლის რეპერტუარი არ  შეიზღუდა საქართველოს ერთი ან რამდენიმე რაიონის ან ტომის ხალხური ცეკვებით,არამედ მასში ასახულია ქართული ხალხური ქორეოგრაფიის სიმდიდრე მთელი თავისი ტომობრივ-დიალექთური ნაირსახეობით.
  ქართული ხალხური ცეკვების  სახელმწიფო ანსამბლის საკონცერტო რეპერტუარი წლიდან-წლამდე იზრდება,იხვეწება და რესპუბლიკის ყველა კუთხის ძველი და ახალი ხალხური ცეკვებით მდიდრდება.ანსამბლს მომზადებული აქვს 40_მდე სხვადასხვა ცეკვა,რაც სა
ი საკონცერტო პროგრამის რეპერტუარს შეადგენს.
   ანსამბლის პირველი პროგრამა ,,ფერხულით" იწყებოდა. ,,ფერხული"-ხალხური საცეკვაო ხელოვნების უძველეს ფორმას წარმოადგენს.
   ჯგუფური ცეკვებიდან აღსანიშნავია საყოველთაოდ ცნობილი ,,ხორუმი", აჭარული სუიტა",  ,,შეჯიბრი", ,,წყაროსთან", ,,ფარცა კუკუ" და სხვები.
    ასევე დადგმულია ძალიან ლამაზი ცეკვა ,,ხაბარდა" ანუ ჭორიკანა ქალების ცეკვა.იგი წარმოადგენს მხიარულ,კოლორიტულ სცენას ძველი თბილისის ცხოვრებიდან.
  1946 წლის აპრილს სახელმწიფო ანსამბლი გაემგზავრა   მოსკოვში,სადაც დიდ წარმატებას მიაღწია.მათი წარმატება ამით არ დასრულებულა,პირიქით ახლა იწყებოდა.მოსკოვში ჩატარებული კონცერტის შემდეგ მათ არაერთი ქვეყნიდან მიიღეს შემოთავაზება.ერთ-ერთი იყო ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი.
 1947 წლის 19 ივნისს ქართული ცეკვის ანსამბლი 38 კაცის შემადგენლობით გაემგზავრა ჰელსინკში.ფინელები ცნობილნი არიან აუღელვებლობით და თავდაჭერით,მაგრამ ქართილმა ცეკვებმა იმდენად გაიტაცეს,რომ ემოციები ვერ დაფარეს და გაშმაგებით უკრავდნენ ტაშს,ყვირილითა და ფეხების ბაკუნით მოუთხოვდნენ ცეკვების ხელმეორედ გამეორებას. მხედრულის შესრულების დროს ერთი ფინელი წამოდგა და აღელვებულმა შესძახა:
  ,,ხომ ნახეთ?და ამათთან კიდევ ბრძლოლას აპირებენ!..."
    სახელმწიფო ანსამბლმა ასევე კონცერტი გამართა დანიის დედაქალაქ კოპერჰაგენში 5აგვისტოს,სამეფო თეატრში.
   სამეფო თეატრს აქვს ტრადიციები,რომელთა დარღვევა არ შეიძლება,მაგრამ ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ ცეკვების შესრულების შემდეგ ეს ტრადიციები ,,საშინლად" დაირღვა. აოდიტორიის დაჟინებული მოთხოვნით კონცერტის დასრულების შემდეგ ფარდა რამდენჯერმე აიხადა...ზოგი ცეკვა განმეორებული იქნა!...
    მეორე დღეს კი ქალაქის ყველა ჯურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა სტატიები,შემდეგი სათაურით:
 ,,ქართველებმა დაარღვიეს სამეფო თეატრის ტრადიციები!"
 ,,ქართველმა მოცეკვავეებმა დაიპყრეს კოპენჰაგენი!"
 ქართველებმა კოპენჰაგენში 22 კონცერტი ჩაატერეს.
      ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლე
მა არაერთი კონცერტი ჩაატარა მსოფლიოს ქვეყნებში და დიდ წარმატებასაც მიაღწია.
 ქართული  ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი-
ვენი რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო,ნიჭიერი და საამაყო კოლექტივია.

ვიზიტი ბიბლიოთეკაში


    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში არის სულხან-საბას ბიბლიოთეკა, რომელსაც არაერთხელ ვესტუმრე.. მჭირდებოდა წიგნი ქართული ხალხური ცეკვების შესახებ. ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე არის კატალოგი, სადაც შესაძლებელია იმ წიგნების მოძიება და გადმოწერა, რომელიც მოიპოვება სულხან-საბას ბიბლიოთეკაში. ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, ვერ ვიპოვე ის წიგნი, რომელიც მჭირდებოდა, ამიტომაც მივმართე ბიბლიოთეკარს, რომელმაც დამაკვალიანა და მიმითითა ის საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც ჰქონდათ ნაშრომები ქართული ცეკვების შესახებ. კატალოგში როგორც იქნა ვიპოვე წიგნი, რომელიც მჭირდებოდა (ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი) ,,სამშობლოს სახელით". გამოწერიდან 20 წუთის შემდეგ მივედი ბიბლიოთეკართან და მოვითხოვე გამოწერილი წიგნი. სამწუხაროდ, ეს წინი არ აღმოჩნდა საცავში. სანაცვლოდ მომცეს ,,საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის 10 წელი" და გრიგოლ კოკელაძის ,,ზოგი რამ ქართულ ცეკვაზე“ . ველოდი, რომ  წიგნებში ბევრ ინფორმაცია იქნებოდა ცეკვის შესახებ. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდი არ გამართლდა და  მწირი ინფორმაცია აღმოჩნდა.

ცეკვა ,,კინტოური"




 კინტოური ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ანბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლედა კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.







ცეკვა ,,ხორუმი"




ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამოდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.








ცეკვა ,,ხევსურული"



მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისადა ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე,მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდდავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელიუფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ დაისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება.მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება დიდ ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს.