Friday, December 14, 2012

ცოტა რამ ქართულ ცეკვაზე



    სანამ ჩვენ თითოეულ ცეკვას სათითაოდ აგიღწერთ, გადავხედოთ ზოგადად ცეკვებს. ყველა ცეკვა წარმოადგენს თავის მხარეს. მთის ცეკვები , როგორიცაა:მთიულური, ხევსურული, ყაზბეგური, მკვეთრად განსხვავდება სხვა ცეკვებისგან.მაგალითად აჭარული, დავლური ცეკვებისგან. ყველა ცეკვას აქვს თავის კოსტიუმი საქართველოს კუთხეების მიხედვით. ყველა ცეკვა იდგმება სასცენო წარმოდგენისთვის. ბევრი ცეკვა ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის მიერ არის დადგმული (ქართული ნაციონალური ცეკვების დამაარსებლები).


     ქართული ნაციონალური ბალეტი-ანსამბლი ”სუხიშვილები”, 1945 წელს ბრწყინვალე ქართველი ქორეოგრაფების ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. წლების მანძილზე ”ქართული ცეკვის გენია,როკვით განფენილი...” არაერთგზის გამხდარა სხვადასხვა ქვეყნის მკვიდრთა გულწრფელი აღფრთოვანებისა და ჭეშმარიტი თაყვანისცემის ობიექტი. ანსამბლმა წარმატებული გასტროლებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და საბჭოთაკავშირის უძრაობის პარიოდშიც კი შესძლო, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტანადა უცხოელი მაყურებლისთვის საუკეთესო კუთხით წარედგინა ეროვნული ფოლკლორი.

       დღესდღეობით ნაციონალური ბალეტის მომდევნო თაობა, ილიკო სუხიშვილი-უმცროსისა და ნინო სუხიშვილის თაოსნობით არანაკლები წარმატებითა და პოპულარობით აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას, როგორც ეროვნულ ისე მსოფლიო ქორეოგრაფიულ ასპარეზზე. ამასთან, ”სუხიშვილების” საკონცერტო პროგრამა უფრო და უფრო მდიდრდება ახლებური ინტერპრეტაციებითა დაშემოქმედებითი მიგნებებით, ამის პარალელურად მაღლდება და იხვეწება მოცეკვავეების პროფესიული დონე, უფრო და უფრო რთულდება და მოცულობითი ხდება საცეკვაო ილეთები და საერთო ქორეოგრაფიული ნახაზიც. აქ ყველაფერი აქტიურ მოქმედებაშია და ამასთანავე ერთმანეთისგან განუყოფელია. ცეკვების წარმოდგენისას განსაკუთრებული მხატვრული დატვირთვა ენიჭება განათებას,კოლორიტს, კოსტიუმების სტილსა და ფერს. ანსამბლის მხატვარი თავად ნინოსუხიშვილია და მის მიერ შექმნილი მეტად ორიგინალური, თვითმყოადი და ამავედროს, აბსოლუტურად ქართულ ხასიათში გადაწყვეტილი კაბები თუ ჩოხები (ნაირფერიდა ამავე დროს, დახვეწილი, არაერთგვაროვანი, სადა და მდიდარი ფანტაზიით ნაკარნახევი), ლეგენდარული სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის არანაკლებ ლეგენდარულ კოსტიუმებს არაფრით ჩამოუვარდება.თუმცა ანსამბლის ქორეოგრაფიული ქარგა უცვლელი დარჩა.
  

No comments:

Post a Comment