Friday, December 14, 2012

საინტერესო ცნობები


"კაცობრიობის ყველა დაავადება, ტრაგიკული ისტორიები, რომლითაც სავსეაისტორიის წიგნები, ყველა პოლიტიკური შეცდომა, ლიდერთა ყველა მარცხი წარმოშობილია ცეკვაში გამოუცდელობის გამო"-  წერდა მოლიერი.

ჰეივლოქ ელიზი აღნიშავდა, რომ " ცეკვა ეს არის ყველაზე ამაღელვებელი, აქტიურიდა ყველაზე მშვენიერი ხელოვნება, იმიტომ ეს არ არის უბრალოდ აბსტრაქცია, "ესარის ცხოვრება".
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ " ნებისმიერი პრობლემისმოგვარება შეიძლება ცეკვით". ეს შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად ჟღერდეს,მაგარმ ნამდვილ ცეკვას მოაქვს ბედნიერება და სულის სიმშვიდე, სულ ცოტაწარმოდგენის განმავლობაში. 
თქვენ ალბათ გაგიკივირდებათ, რატომ არის ასეთი შეხედულება ცეკვაზე. ქართველი
ხალხისთვის ცეკვა არ არის მხოლოდ კულტურის ნაწილი, ეს მათი ცხოვრებაა.უცხოელ სტუმრებს ხშირად უკვირთ, როცა ისინი საქართველოში ჩამოდიან, რადგანეს არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა. ისინი სრულიად განსხვავებულ კულტურასეცნობიან. ორიგინალური ქართული ცეკვები ასახავენ საქართველოს ცხოვრებისსხვადსხვა ასპექტს. ცეკვები იყოფა მათი წარმოშობის მიხედვით და შეიცავენსხვადასხვა რიტუალებს და ცერემონიებს. მთაში შემორჩენილი კერპთაყვანისმცემლობა ზეგავლენას ახდენს ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე.
ქართული ცეკვები იყობა სოლოდ, წყვილებად და ჯგუფურ ცეკვებად. ყველა მოცეკვავე უნდა დაემორჩილოს მოთხოვნის საერთო წესებს და ასახოს ეს ცეკვაში.ამავე დროს მოცეკვავემ არ უნდა დაკარგოს ინდივიდუალურობა. ზოგიერთი ცეკვა მოითხოვს პარტნიორებს შორის სიმარდეში, ძალაში, მოძრაობებში. ახალ ქართულ ფოლკლორულ ცეკვებში, რომელიც იქმნებოდა ბოლო 20, 30 წლის მანძილზე,შეინიშნება ცვლილებები ქალთა ცეკვებში. ეს ცეკვები მოითხოვს უფრო მეტენერგიას, აქტიურობას, მოძრაობებს, მაგრამ მაინც არ უნდა დაიკარგოს ტრადიციული შტრიხები. კაცთა ცეკვებიც საამაყოა და გამოირჩევა მაღალი ტექნიკით,მსოფლიოს სხვა ცეკვებისგან განსხვავებით. ისინი ცეკვავენ ფეხის წვერებზე,სპეციალური ფეხსაცმლის გარეშე.
ქალების როლი ცეკვაში საინტერესოა. ქალი არასოდეს ცდილობს ღიად მიიზიდოს პარტნიორი ცეკვის დროს, რადგან მას არ სურს შეამჩნიოს პარტნიორმა. პარტნიორიინარჩუნებს დისტანცეს ცეკვის დროს და პატივს სცემს მის სილამაზეს. ჩვენი სურვილია გაეცნოთ ქართულ ფოლკლორულ  ცეკვებს. ეს გასაოცარი და მშვენიერიცეკვები წარმოადგენენ საქართველოს ისტორიას, ტრადიციებს და კულტურას.
ქართული ფოლკლორული ცეკვები არ არის ცნობილი მსოფლიოში, მაგრამ მაინც
დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ქართული ცეკვის ანსაბლები ,პროფესიონალებიც და მოყვარულების, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებენ მთელს მსოფლიოში. დახვეწილი მოძრაობები არა მარტო მაყურებელთა აღფრთოვანებაიწვევს, არამედ მოცეკვავეებსაც სიამოვნებას ანიჭებს.

No comments:

Post a Comment