Friday, December 14, 2012

,,საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმხიფო ანსამბლი. (10 წელი)“


  ქართული ხალხური ცეკვები,ისე როგორც სიმღერები,ეროვნული ფოლკლორის ორ შტოს განეკუთვნებიან:მეტი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხალხური ცეკვებისა წარმოშობილია გლეხური ცხოვრების წიაღში,დანარჩენი კი- ქალაქური ყოფაცხოვრების ფონზე.
   საქართველოს ხალხური ცეკვის ანსმბლი 1945 წელს ჩამოყალიბდა.დღეს,ამ ანსამბლს,რომელსაც მისი დაარსების ინიციატორები,საქართველოს სსრ სახალხო არტისტები სტალინური პრემიის ლაურიატები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ხელმძღვანელობენ.
  ანსამბლის საკონცერტო პროგრამაში შესულია როგორც სოფლური,ისე ქალაქური ქორეოგრაფიული ფოლკლორის ნიმუშები,რომელნიც ძირითად წარმოდგენას იძლევიან ქართული ხალხური ცეკვების ბუნებაზე,მათ დამახასიათEბელ იერზე და თვითმყოფად თვისებებზე.უნდა ითქვს,რო ანსამბლის რეპერტუარი არ  შეიზღუდა საქართველოს ერთი ან რამდენიმე რაიონის ან ტომის ხალხური ცეკვებით,არამედ მასში ასახულია ქართული ხალხური ქორეოგრაფიის სიმდიდრე მთელი თავისი ტომობრივ-დიალექთური ნაირსახეობით.
  ქართული ხალხური ცეკვების  სახელმწიფო ანსამბლის საკონცერტო რეპერტუარი წლიდან-წლამდე იზრდება,იხვეწება და რესპუბლიკის ყველა კუთხის ძველი და ახალი ხალხური ცეკვებით მდიდრდება.ანსამბლს მომზადებული აქვს 40_მდე სხვადასხვა ცეკვა,რაც სა
ი საკონცერტო პროგრამის რეპერტუარს შეადგენს.
   ანსამბლის პირველი პროგრამა ,,ფერხულით" იწყებოდა. ,,ფერხული"-ხალხური საცეკვაო ხელოვნების უძველეს ფორმას წარმოადგენს.
   ჯგუფური ცეკვებიდან აღსანიშნავია საყოველთაოდ ცნობილი ,,ხორუმი", აჭარული სუიტა",  ,,შეჯიბრი", ,,წყაროსთან", ,,ფარცა კუკუ" და სხვები.
    ასევე დადგმულია ძალიან ლამაზი ცეკვა ,,ხაბარდა" ანუ ჭორიკანა ქალების ცეკვა.იგი წარმოადგენს მხიარულ,კოლორიტულ სცენას ძველი თბილისის ცხოვრებიდან.
  1946 წლის აპრილს სახელმწიფო ანსამბლი გაემგზავრა   მოსკოვში,სადაც დიდ წარმატებას მიაღწია.მათი წარმატება ამით არ დასრულებულა,პირიქით ახლა იწყებოდა.მოსკოვში ჩატარებული კონცერტის შემდეგ მათ არაერთი ქვეყნიდან მიიღეს შემოთავაზება.ერთ-ერთი იყო ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი.
 1947 წლის 19 ივნისს ქართული ცეკვის ანსამბლი 38 კაცის შემადგენლობით გაემგზავრა ჰელსინკში.ფინელები ცნობილნი არიან აუღელვებლობით და თავდაჭერით,მაგრამ ქართილმა ცეკვებმა იმდენად გაიტაცეს,რომ ემოციები ვერ დაფარეს და გაშმაგებით უკრავდნენ ტაშს,ყვირილითა და ფეხების ბაკუნით მოუთხოვდნენ ცეკვების ხელმეორედ გამეორებას. მხედრულის შესრულების დროს ერთი ფინელი წამოდგა და აღელვებულმა შესძახა:
  ,,ხომ ნახეთ?და ამათთან კიდევ ბრძლოლას აპირებენ!..."
    სახელმწიფო ანსამბლმა ასევე კონცერტი გამართა დანიის დედაქალაქ კოპერჰაგენში 5აგვისტოს,სამეფო თეატრში.
   სამეფო თეატრს აქვს ტრადიციები,რომელთა დარღვევა არ შეიძლება,მაგრამ ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ ცეკვების შესრულების შემდეგ ეს ტრადიციები ,,საშინლად" დაირღვა. აოდიტორიის დაჟინებული მოთხოვნით კონცერტის დასრულების შემდეგ ფარდა რამდენჯერმე აიხადა...ზოგი ცეკვა განმეორებული იქნა!...
    მეორე დღეს კი ქალაქის ყველა ჯურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა სტატიები,შემდეგი სათაურით:
 ,,ქართველებმა დაარღვიეს სამეფო თეატრის ტრადიციები!"
 ,,ქართველმა მოცეკვავეებმა დაიპყრეს კოპენჰაგენი!"
 ქართველებმა კოპენჰაგენში 22 კონცერტი ჩაატერეს.
      ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლე
მა არაერთი კონცერტი ჩაატარა მსოფლიოს ქვეყნებში და დიდ წარმატებასაც მიაღწია.
 ქართული  ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი-
ვენი რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო,ნიჭიერი და საამაყო კოლექტივია.

No comments:

Post a Comment